Monday, February 14, 2011

მზეთამზე

რაძნელიყოფილა
ახლა მივხვდი მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ეგოისტი რომ ვარ ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამიმტკიცა.
კიდევ დამანახა რომ საკუთარი თავის მოფერება მიყვარს,როცა ცუდად ვარ ვუყვავებ და ვეფერები.
მარაზმია. არ მომწონს.
კიდევ ის, რომ ცუდის დანახვა უფრო მოგვწონს ვიდრე კარგის.
დავინახე რომ ის რაც ჩემთვის ცუდია, შეიძლება სხვისთვის კარგი იყოს და საერთოდაc
კარგი და ცუდი ძალიან პირობითი ცნებებია ეს ძალიან დიდი ხანია ვიცი.
სამაგიეროდ ჩემი მზე მხოლოდ ყვითელი არ არის და..
სამაგიეროდ ნამდვილი მზე მყავს. მზე მწველიძე, რომელიც ყოველ დილით მეუბნება თუ როგორ ვუყვარვარ.
რომელმაც მასწავლა,რომ გული ზურგთან უფრო ახლოს არის და მეც მივხვდი რატომ მირჩევნია ზურგიდან მეხუტებოდნენ.
კარგი იყო სხვისი მზეების კითხვა,თორემ დავიღალე კიდეც ამდენი უსიამოვნო ინფორმაციის კითხვითა და მოსმენით. დავიზაფრე კიდეც.
კიდევ მივხვდი ძალიან კარგად მეგობრებთან ვარ.
კარგად ვარ როცა ბევრი მძინავს.
მიყვარს სახლში.
მიყვარს როცა საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ.
როცა მყუდროდ ვარ.
როცა არ მცივა.
როცა ჩუმად ვარ.
მაადლობა ტომას, რომ ეს პროექტი წამოიწყო.
თუ ის იდო რასაც მე ვფიქრობდი თავისი დანიშნულება ნამდვილად შეასრულა.
მაჩვენა უბრალო მოვლენებში როგორ დავინახო პოზიტივი.
და საღამოობიით ახლა მხოლოდ ცუდ ფაქტებზე არ ვიფიქრებ და ვინერვიულებ.



Sunday, February 6, 2011

მემიყვარსმზე

გამარჯობა მზეო
ხანდახან ვფიქრობ სულ ჩვენზე რომ ფიქრობ, ნეტავ შენზე თუ ფიქრობს ვინმე
არა, როგორ არ ფიქრობენ მაგრამ როგორც წესი ან ამოსვლას გთხოვენ ან გამოსვლას, ან ჩასვლას.
  • მეგობარს საჩუქარი გავუკეთე მწვანე კოპლებიანი ქოლგა, მგონი ზუსტად ისეთია როგორიც უნდოდა.
  • ხელფასი ადრე ჩაირიცხა.
  • ჩემი პატარა მაიმუნი,რომლის მზეობაზე უკვე მოგიყევით 2 წლის გახდა დღეს და არასდროს დამავიწყდება მისი თბილი თითები სახეზე, რომ მეფერებოდა.
აი ასე ჩამოვთვლი მომავალ მზეებსაც
  • ხვალ თამაშია. ის არა რასაც ველოდი, მაგრამ მაინც საინტერესო იქნება.
ერთხელ სანდრომ მითხრა მაყურებლობა კარგია უფრო ბევრს სწავლობო, როცა ვუთხარი თამაშის ყურება მირჩევნია მეთქი. მერე დავფიქრდი და სამაგიეროდ არასდროს მეცოდინებოდა რას ნიშნავს მოგება. ვითამაშე და ინფიცირებული ვარ.
მენატრება წამყვანის ხმა და შეგრძნება სანამ სწორ პასუხს დაასახელებენ.
  • პარანოიდმა წიგნი უნდა მომიტანოს. სისქეს გააჩნია და დაახლოებით 7 საინტერესო მგზავრობა მელის სახლიდან–სამსახურამდე.
  • კიდევ ერთი საღამო MC–ში ძალიან საინტერესო ადამიანთან ერთად.
დანარჩენს შემდეგ პოსტში გიამბობთ
მგონი დასასრულს ვუახლოვდებით

to be continued