მითუმეტეს რომ დასასვენებლად მივდიოდი.
მაცაცომ მომწერა საცურაო კოსტუმი ჩაიცვი, ფოტოაპარატი გულზე ჩამოიკიდე, პასპორტი და ბილეთი შეამოწმე ჩანთაში თუ გიდევს და დანარჩენი მოგვარდებაო.გადავამოწმე და გავაგორე ჩემი ახალი ჩემოდანი.
თვითმფრინავს რომ შევხედე, მაშინ მივხვდი დედაჩემი რატომ ნერვიულობდა.
ჩვენი ჩასხდომა გამოაცხადეს და
ფანჯრის მხარეს დაჯდომა თავიდან ვერ გავბედე.ჩემი და სიმაღლის ამბავი რომ ვიცი.
მერე ვერ მოვითმინე და თიკოს ისეთი საწყალი თვალებით ვუყურებდი დავითანხმე ადგილის გაცვლაზე.
ჰოდა სულ მეგონა, რომ შეგრძნება ფრენის დროს ემსგავსებოდა შეგრძნებას როცა გიყვარს.
აღმოჩნდა: ვიჯექი ჩემს საყვარელ მეგადროფზე ძალიან ბევრჯერ და იმდენჯერ რომ მომბეზრდა კიდეც.
იქ მივხვდი რომ არ არსებობს ყველაზე მაღალი წერტილი და რომ ყველაზე მაღალ წერტილზე,მაღალი წერტილიც არსებობს.ამასობაში ღვედები უნდა შეგვეკრა დასხდომა იწყებოდა. თვითმფრინავს ვაკვირდები და გეზი ზღვისკენ აიღო. მივხვდი რომ
სიმაღლესაც და სიჩქარესაც თანდათან აგდებდა.
თავიდან ვიფიქრე რამე ხომ არ შეგვეშალა და სხვა რეისში ხომ არ ჩავჯექით_მეთქი
ის კი თურმე უხვევდა.

თვითმფრინავი დაჯდა.
მგზავრებმა ტაში დაუკრეს და ჩვენ აღმოვჩნდით უჩვეულო გარემოში, როცა ირგვლივ მშობლიური ენა აღარ ისმის.
როცა შეკითხვებზე ჯერ ისევ ქართულად პასუხობ.
მე გამიჭირდა ცოტა აღქმა იმისა, რომ სხვაგან ვიყავი.
დილის 9 სთ. ტემპერატურა 32 გრადუსი.
ერთი სული გვაქვს ჩვენს ქალაქამდე ჩავიდეთ.
არც ჩვენი ოთახის კედლების ფერის გამო, არც მყრალი საჭმელების გამო, არც ძალიან სიცხის გამო, არც უინტერნეტობის, უტელეფონობის გამო არ შევიქმენით მე და გოგოებმა ცუდი განწყობა და გადავწყვიტეთ, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა ძალიან მაგარი არდადეგები მოგვეწყო ერთმანეთისთვისაც და საკუთარი თავებისთვისაც.
გოგას რომ შევხვდით, ის გვირჩევდა სად წავსულიყავით და მე ვფიქრობდი, ცოტა ძნელია ენდო ქართველს და მითუმეტეს უცხო ქვეყანაში.
ახლა მრცხვენია.
გოგა რომ არა, არ გვექნებოდა ნანახი ასპენდოსის ამფითეატრი, არ გვექნებოდა ნანახი ალანიის ციხესიმაგრე, არ გვექნებოდა ნანახი პირსთან დიდი ბრტყელი ქვების გროვა და არც ღამეს გავათენებდით წყნარად საუბარში და წყლის მოსმენაში რომელიც ისე მშვიდად ეხეთქებოდა ქვებს, თითქოს ეშინია რაიმე არ ატკინოსო.
გოგა რომ არა არ ვნახავდი კლდეზე აშენებული ციხიდან როგორ ანათებს ხმელთაშუა ზღვას მთვარე .

სამაგიეროდ, ჩვენ რომ არა გოგას არავინ გააწნიდა დილის 5 სთზე სამჯერ სახეში სილას. გვეგონა გვატყუებდა და სახლთან შემოვლითი გზებით მიგვიყვანდა.
ჩვენ, რომ არა ჯერ კიდევ არ ექნებოდა ნანახი ის ჩანჩქერი, არც ასპენდოსი, არც სიდე, კიდევ დიდხანს ექნებოდა მობილურში შენახული თავის გათხოვილი შეყვარებულის ფოტო. არ დაკარგავდა იმ დღეების ანაზღაურებას რომელიც ჩვენ დაგვითმო.
ის რომ არა, დილით "მოლას გალობა"–ს ვერც გავიგონებდით და არც ასეთი სხვანაირი რუჯი მექნებოდა დღეს.
ჩვენი თურქეთში მოგზაურობა უდრიდა ჩვენს მოგზაურობას ანტიკურ ისტორიაში. დავაბიჯებდით ამფითეატრის კიბეებზე და მესმოდა როგორ უყვიროდა ხალხი გლდიატორს მოკალი, მოკალი .

იმან არ მოკლა.
უცნაური სუნი იყო. ქვებს ასდიოდა სიცხისგან, მართლა ისტორიიდან მოდიოდა, თუ ეს უბრალოდ ჩემი მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი იყო არ ვიცი.
ფაქტი ის არის, რომ სწორედ ის იყო რაც ნამდვილად უნდა მენახა.
ჩანჩქერთან მისვლამდე გზაში ვფიქრობდით სად უნდა ყოფილიყო ამ ხრიოკ ადგილას მწვანე და ჯანდაბას მწვანე თუ არ იქნებოდა, სად უნდა ყოფილიყო ულამაზესი ჩანჩქერი, რომელსაც გვიხატავდნენ გიდები
და ჰა: თიკომ რომ დაინახა და წინ გაიწია, მოაჯირთან დადგა და ჩუმად უყურებდა, როგორ ეცემოდა წყალი ბრტყელ ზედაპირს და ჩვენი ძახილი არ ესმოდა, მივხვდი რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა.
ჰოოოოდა

აქ პირველად ვნახე ჩანჩქერი უკნიდან თუ შიგნიდან და პირველად ჩავიფიქრე მატერიალური სურვილი.
მერე იყო კლეოპატრას ქალაქი, რომელიც კეისარმა აჩუქა.
1 სთ რომელიც თითქმის სირბილში გავატარეთ ამ ქალაქის დასათვალიერებლად. გიდებზე ვიწუწუნეთ, ვიჩხუბეთ.გავწიწმატდით, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კარგი დღე იყო და ერთმანეთს ვამშვიდებდით.
ეგ იყო ყველაზე მაგარი. ადამიანები რომელებიც არ გგრუზავენ და პირიქით ცდილობენ გამოგიყვანონ. ადამიანები რომლებიც თავისი ხასიათითაც არ გაწუხებენ.
უკან რომ ვბრუნდებოდი მივხვდი რომ არცერთ შანსს აღარ დავკარგავ, მათთან ერთად მოგზაურობის.